ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ისრაელს აკრიტიკებს


გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მოსახლეები პალესტინელთა წინააღმდეგ ძალადობას და მუქარას მიმართავენ და მათთვის სარწყავ წყალსაც კი კეტავენ. აღნიშნული მოხსენება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ პალესტინელი ფერმერები შემოსავალს კარგავენ, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი მიწების მორწყვას. გაეროს ანგარიშზე ჯერ ისრაელის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნავი პილეიმ იორდანეს სანაპიროზე ებრაული დასახლებების შექმნა გააკრიტიკა და ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა დარღვევად შეაფასა.

XS
SM
MD
LG