ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელმა მეომრებმა რაკეტები დაუშინეს ისრაელს


პალესტინელმა მეომრებმა რაკეტები დაუშინეს ისრაელს

ღაზას სექტორიდან პალესტინელმა მეომრებმა რაკეტები დაუშინეს ისრაელს, მას შემდეგ რაც ისრაელის ავიაციამ სამშაბათს დაბომბა ღაზას ტერიტორია.

ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა იასრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბერშებასთან, მეორე კი საპორტო ქალაქ აშდოდთან აფეთქდა.

პალესტინის ხელისუფლების განცხადებით წინა დღეს ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო ისრაელის სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტი.

თავის მხრივ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სინანული გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო, თუმცა ყველაფერში პალესტინელი მეომრები დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG