ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს და ისრაელს შორის დაძაბულობა გრძელდება


ისრაელის სამხედრო ძალები

თეირანის განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში უსაფუძვლო, „გამოგონილი მიზეზებით“ არის ახსნილი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევა სირიის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტია და სირიას აგრესიისგან თავის დაცვის უფლება აქვს. აღნიშნულ განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

დღეს ისრაელმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სირიაში მყოფ ირანის სამხედრო პირებს სამიზნეში ისრაელის საჰაერო ძალები ჰყავთ. გაზეთ „იერუსალიმის პოსტის“ ინფორმაციით, „ისრაელმა სირიაში სარაკეტო იერიში ირანის 50 სამიზნეზე მიიტანა. სირიამ კი ისრაელის მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვა“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყველა მხარეს ძალადობრივი ქმედების სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, მსგავსი პროვოკაციების შეწყვეტა აუცილებელია, რათა ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის პრევენცია მოხდეს. თეთრმა სახლმა მომხდარში პასუხისმგებლობა ირანს და მის რევოლუციურ გვარდიას დააკისრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG