ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალაფისტების შურისძიება


ისრაელმა საბძოლო თვითმფრინავები ღაზას მიმართულებით გააგზავნა

ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირებაში აქტიურ როლს თამაშობს პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედი სალაფისტთა დაჯგუფება.
სამშაბათს მუჯაჰედინ შურას საბჭოს სახელით ცნობილმა სალაფისტების დაჯგუფებამ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევები განახორციელა.
ოთხშაბათს ისრაელის ტერიტორიაზე შეშფოთებულმა მოსახლეობამ ღამე თავშესაფრებში გაატარა, რამდენიმე საათში კი ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზას მიმართულებით საბრძოლო თვითმფრინავები გააგზავნა.
მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. როგორც სალაფისტების ჯგუფი აცხადებს, სარაკეტო თავდასხმა ისრაელის საპატიმროში 64 წლის დაღუპული პალესტინელი პატიმრის გამო მოხდა. ისრაელის განცხადებით პატიმარი სამშაბათს ციხეში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG