ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის რაკეტამ ორი ადამიანი იმსხვერპლა


ისრაელმა საჰაერო დარტყმა პარასკევს, ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტის საპაუხოდ განახორციელა

პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზის სექტორში 2 მამაკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი-სალაფისტების ლიდერი და მეორე კი პალესტინელი აქტივისტი იყო. ინციდენტი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯაბალაიაში მოხდა. დაჭრილთაგან, ოფიცილური პირების ცნობით, ერთ-ერთი თინეიჯერია.

თავის მხრივ, ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ გასროლა ტერორისტების რამდენიმე სამალავზე განხორციელდა, რაც პარასკევს ისრაელის მიმართულებით გასროლილ რაკეტაზე საპასუხო რეაქცია გახდა.

XS
SM
MD
LG