ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ისრაელის საზღვარზე


სამხედროებმა ტერორისტული შეტევის აღკვეთა შეძლეს

ისრაელის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, მათ მსხვილი ტერორისტული შეტევის აღკვეთა შეძლეს, როდესაც საზღვარზე ეგვიპტიდან შემოსული სამი შეიარაღებული პირი გაანადგურეს.

არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ეჭვმიტანილები მძიმედ იყვნენ აღჭურვილები და თან ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდათ. მისი თქმით, სამხედროებმა მხოლოდ ორი თავდამსხმელი მოკლეს. ფრანგული სააგენტოს ცნობით კი, მესამე ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა. შეტაკების შედეგად ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG