ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი გადადგება


ისრაელის თავდავის მინისტრმა მოშე იალონმა პარასკევს განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუში რწმენის არქონის გამო. ეს განცხადება მოსდევს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იალონის ჩანაცვლება სხვა კანდიდატურით იგეგმებოდა.

„მე პრემიერ მინისტრს განვუცხადე, რომ მისი ბოლო გადაწყვეტილებების და მასში რწმენის არქონის გამო, მე მთავრობიდან და პარლამენტის წევრობიდან გადავდგებოდი.“ იალონი და ნეთანიაჰუ ბოლო დღეებში საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი უნდა ჰქონდეთ სამხედრო მოხელეებს პოლიტიკის შემუშავებაში.

XS
SM
MD
LG