ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი ისრაელის სასტუმროში


23 წლის ამერიკის მოქალაქემ სასტუმროს მზარეული მოკლა

ისრაელის ერთ-ერთ სასტუმროში, ქალაქ ეილატში ამერიკელმა მამაკაცმა, სასტუმროს თანამშრომელი გასროლით მოკლა. პოლიციამ მკვლელის ადგილზე ლიკვიდაცია მოახერხა.

როგორც ისრაელის პოლიცია იუწყება 23 წლის ამერიკის მოქალაქემ, ნიუ იორკის მკვიდრმა, დაცვის თანამშრომელს მოპარა იარაღი და სასტუმროს მზარეული მოკლა.

ლეონარდო კლაბ-ჰოტელის სამზარეულოში თავდამსხმელმა ბარიკადები მოაწყო. მოლაპარაკებების მსვლელობისას მან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც პოლიციამ ბოროტმოქმედი მოკლა.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ თავდამსხმელი სასტუმროში სპეციალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მუშაობდა და მის უფროსთან შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც ის სამსახურიდან დაითხოვეს.

XS
SM
MD
LG