ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში თავდაცვის მინისტრები საფრთხეებზე მსჯელობენ


დღეს, პარიზში, შვიდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი „ისლამურ სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ სამხედრო სტრატეგიის თაობაზე მსჯელობისთვის შეიკრიბა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურს თავის კოლეგებს საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან აუხსნას, თუ ეს ძალისხმევა როგორ უნდა დააჩქარონ და რისი გაკეთება იქნება საჭირო.

კარტერმა თქვა, რომ ეს მოლაპარაკებები სამხედრო კამპანიის მთავარ მონაწილეთა შორის შეხვედრის პირველი შესაძლებლობაა, როცა მათ გეგმის პირისპირ განხილვა შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG