ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი ბარბაროსებს დაამარცხებს


პოლიცია რესპუბლიკის მოედანს პატრულირებს

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ პარიზში, რამდენიმე თანადროული თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა აიღო. აფეთქებებს სულ მცირე 127 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 200-ზე მეტი.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ შაბათს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ აქტები პაუხია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფრანგმა ლიდერმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა მომხდარ მოვლენებში და თავდასხმები ომის გამოცხადებად შეაფასა. ოლანდმა დასძინა, რომ "საფრანგეთი ბარბაროსებზე გაიმარჯვებს." პრეზიდენტმა საფრანგეთში უმაღლეს დონეზე უსაფრთხოების ძალების მობილიზაცია გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG