ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი ისლამურ სამყაროში


APTOPIX Bangladesh Prophet Film
APTOPIX Bangladesh Prophet Film

ბანგლადეშში მანქანები დაწვეს

ისლამურ სამყაროში მუჰამედის შეუარცხმყოფელი ფილმის გამო პროტესტი გრძელდება.

დღეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა ბანგლადეშში. სამართალდამცავებმა დედაქალაქ დაკაში მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტები პოლიციის წინააღმდეგ ქვებს და სხვა მძიმე საგნებს ისროდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, დემონსტრატებმა დაწვეს ავტომანქანები, მათ შორის პოლიციის კუთვნილი მიკროავტობუსიც.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ნიგერიის სიდიდით პირველ ქალაქ კანოს ქუჩებში, რომელიც ყველაზე დიდ მუსლიმურ ქალაქად ითვლება. გუშინ, დემონსტრაციები გაიმართა ავღანეთში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ერაყში, ლიბანსა და ინდონეზიაში.
XS
SM
MD
LG