ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუვრმა ახალი საგამოფენო დარბაზი გახსნა


ხელოვნების ნიმუშები მოიცავს ისლამური კულტურის 3,000-მდე ხელნაწერს, წიგნს, კერამიკის, შუშის და მეტალის ნამუშევრებს

პარიზში მსოფლიოში ცნობილმა მუზეუმმა - ლუვრმა ისლამური ხელოვნების განყოფილება გახსნა.

ისლამური ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში მეშვიდე საუკუნიდან მეცხრემეტე საუკუნემდე პერიოდის ათასობით ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი.

ხელოვნების ნიმუშები მოიცავს 3,000-მდე ხელნაწერს, წიგნს, კერამიკის, შუშის და მეტალის ნამუშევრებს.

ლუვრის ისლამური ფრთის ნამუშევართა შეგროვებას ათეული წლები დასჭირდა. მათ შორის უმეტესობა საფრანგეთის მთავრობამ შეიძინა, დანარჩენი კი საუდის არაბეთის, ომანის, მაროკოს, კუვეიტის და აზერბაიჯანის შემოწირულობებია.
XS
SM
MD
LG