ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი ხვიჩა გობაძე გარდაიცვალა


სირიაში, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი ხვიჩა გობაძის გარდაცვალებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. გობაძის მშობლები და ცოლი ბათუმთან ახლოს ცხოვრობენ. ოჯახი, რადიკალი მებრძოლის დაღუპვის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებენ, რომ ინფორმაცია ინტერნეტით შეიტყვეს. "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ერთ წლამდე შვილი დარჩა.

ხვიჩა გობაძე ერთერთი იყო იმ ახალგაზრდებს შორის, რომელმაც შარშან ნოემბერში, ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის "ისლამური სახელმწიფოს" სახელით საქართველოს მუქარას უთვლიდა.

XS
SM
MD
LG