ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფერენდუმი ირლანდიაში


ირლანდიის ამომრჩევლები რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყვეტენ დაეთანხმონ თუ არა ევროკავშირის მიერ წარდგენილ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომელიც ევროზონის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ხელშეკრულებას, სხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ირლანდიამ ხელი მარტში მოაწერა. ხელშეკრულება ქვეყნის ვალზე და ბიუჯეტის დეფიციტზე შეზღუდვებს აწესებს.

ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თვალსაზრისით ირლანდია გამონაკლისს წარმოადგენს. აღნიშნულ ხელშეკრულებას ევროზონის სხვა ქვეყნებში პარლამენტები იხილავენ.

ირლანდიის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ თუ ევროკავშირის გეგმა ჩავარდება, მაშინ ქვეყანას ფინანსური დახმარების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG