ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირლანდიის კრედიტუნარიანობის მაჩვენებელმა იკლო


ირლანდიის კრედიტუნარიანობის მაჩვენებელმა იკლო

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო ‘სტანდარტ ენდ პურის,’ იგივე ეს ენ პის შეფასებით, ირლანდიის კრედიტუნარიანობის მაჩვენებელმა ორი საფეხურით დაიწია. ეს ენ პიმ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირლანდიის მთავრობამ ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიკმულირებელი პაკეტი ითხოვა.

საკრედიტო სააგენტოს განცხადებით, ირლანდიის მაჩვენებელმა ახლო მომავალში შეიძლება კიდევ დაიკლოს.

ირლანდიის ოპოზიცია და თავად პრემიერ მინისტრი ბრაიან კოუენის პარტიის წარმომადგენლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ კვირების მანძილზე ხელისუფლება უარყოფდა იმას, რომ ირლანდიას დახმარება სჭირდებოდა, გასულ კვირას კი კოენმა ევროკავშირს მასტიკუმლირებელი პაკეტის გამოყოფა სთხოვა.

ევროკავშირი ამჟამად 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავს. ამ ფონზე, ოპოზიცია კოენის გადადგომას ითხოვს.

XS
SM
MD
LG