ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ერაყის საპროტესტო აქციებზე


დღეს, გამთენიისას, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. უსაფრთხოების ძალებმა გვიან ღამით, ქალაქ ქარბალაში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია დაარბიეს. დაშავებულია ასობით ადამიანი.

ქალაქში ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული. ორშაბათს, პოლიციას და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში, 3 ადამიანი დაიღუპა.

პარასკევის შემდეგ, ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, 86 ადამიანი მოკლეს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა, ბოლო თვის განმავლობაში, 300-ს აღწევს.

ერაყის დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები კორუფციას, ეკონომიკის შენელებულ განვითარებას და მთავრობის უხარისხო სერვისებს აპროტესტებენ. გაფიცული არიან ერაყელი სტუდენტებიც, რომლებიც მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG