ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერი ქურთისტანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს


ერაყის ქურთისტანის პარლამენტის შენობა

ერაყის პრემიერ მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი ქურთულ რეგიონს კანონის დაცვისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. განცხადება, ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტის გადადგომას მოჰყვა. ერაყის პრემიერის განცხადებით მას სურს უსაფრთხო ზონის შექმნა ქვეყანაში ყველა რეგიონისა და მოქალაქისთვის. ერაყის ქურთისტანის ლიდერმა მასუდ ბარზანიმ სატელევიზიო გამოსვლისას, კვირას განაცხადა მისი გადადგომის შესახებ, რაც ძალაში პირველ ნოემბერს შევა. მან ქურთ კანონმდებლებს მოუწოდა გააუქმონ პრეზიდენტის პოსტი და მისი პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრს, პარლამენტს და სასამართლო ხელისუფლებას გაუნაწილონ. ბარზანის ათობით მხარდამჭერი შენობაში შეიჭრა და კანონმდებლებს და ჟურნალისტებს თავს დაესხა.

გასულ კვირას, ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი გაყინავენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებს და ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რათა თავიდან აიცილონ მხარეებს შორის შეტაკებები. ერაყის ძალებმა ქალაქი კირკუკი და სხვა სადაო ნაწილები დაიკავეს, რომელსაც ქურთისტანის შენაერთები აკონტროლებდნენ რეფერენდუმის პასუხად. რეფერენდუმს ჰაიდერ ალ-აბადის მთავრობა არ ცნობს და მოითხოვს რეგიონული მთავრობისგან გააუქმოს მისი შედეგი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG