ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები ერაყში


50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250 დაიჭრა

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, კვირას მომხდარი ტერაქტების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 250 დაიჭრა.

ყველაზე დიდი ტერაქტი ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ამარაში მოხდა, სადაც ორ ავტომობილში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა.

ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბალადში კი, შეიარაღებულმა პირებმა 11 ჯარისკაცი მოკლეს. დღესვე ქალაქ კირკუკში პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა.

ამასობაში ბაღდადში სასამართლომ ერაყის ვიცე-პრეზიდენტს ტარიქ ალ-ჰაშემის დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, რომელმაც თურქეთს შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG