ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ვიცე პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს


ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ერაყის სასამართლო პროცესს არალეგიტიმურად აცხადებს

ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მკვლელობის ბრალდებას უარყოფს და თვლის, რომ მის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი პოლიტიკურად არის მოტივირებული. ტარიქ ალ-ჰაშემი აცხადებს, რომ ის ქვეყანაში მთავრობის მიერ გამოცხადებულ 30-დღიან ვადაში დაბრუნებას არ აპირებს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ერაყის სასამართლო პროცესს არალეგიტიმურად აცხადებს და მას პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს. მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ერაყის შიიტურმა მმართველობამ ვიცე-პრეზიდენტს ტერორიზმის ბრალდება წაუყენა, ალ-ჰაშემი ქვეყნიდან გაიქცა და თავს თურქეთს აფარებს. სუნი ლიდერები მას მხარს უჭერენ და ქვეყნის პრემიერს რელიგიურ დაპირისპირებების გამწვავებაში დებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG