ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ყველაზე სისხლიანი პერიოდი


გაეროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში დაპირისპირებას 4500 ადამიანი ემსხვერპლა

ორშაბათს, ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანის პოლიტიკური პარტიის ოფისთან ორი ბომბის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა.

აფეთქება პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ოფისთან არსებულ საგუშაგოს შორიახლოს განხორციელდა.

გუშინ ამავე პარტიის ოფისთან დიალას პროვინციაში ორი ბომბის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

ერაყში, 2008 წლის შემდეგ, წელს ყველაზე სისხლიანი პერიოდია. გაეროს მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში დაპირისპირებას 4500 ადამიანი ემსხვერპლა. მაისში მსხვერპლთა რაოდენობამ ცხრაას მიაღწია.
XS
SM
MD
LG