ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებების სერია ერაყში


ბოლო ერთი კვირის მანძილზე მომხდარ აფეთქებებში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა

ერაყი მანქანების აფეთქების მთელმა სერიამ მოიცვა. შიიტი მუსლიმებით დასახლებულ სამხრეთის ქალაქ ბასრაში 55 ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაშავდა.

აფეთქებები მოხდა ბაღდადშიც. დედაქალაქის ყველაზე გადატვირთული ბაზრის ტერიტორიაზე სულ ცოტა 9 მანქანა აფეთქდა. ერთ-ერთმა მათგანმა 12 ადამიანი იმსხვერპლა. დაჭრილია 25 ერაყელი. ქალაქ ბასრას გარეუბანში კიდევ 2 აფეთქება მოხდა.

ერაყში დაპირისპირება შიიტ უმრავლესობას და სუნიტ უმცირესობას შორის დღითიდღე მწვავდება. ბოლო კვირაში მომხდარ აფეთქებებში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა. მათი თითქმის ნახევარი ერთ დღეში, გასულ პარასკევს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG