ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებებს 12 ადამიანი შეეწირა


ერაყში აფეთქებებს 12 ადამიანი შეეწირა

ერაყის ოფიციალურ პირთა განცხადებით დღეს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი ცალკეული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

ერთ-ერთი აფეთქება შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ქალაქ მოსულის გარეუბანში, საცხოვრებელ სახლთან მდგარ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედებით განხორციელდა. დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვებიც არიან. მეორე აფეთქება ქალაქ ჰილასთან, ასევე მანქანაში დამონტაჟებული დისტანციური ბომბის დეტონირების შედეგად მოხდა.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ერაყში რვაწლიანი კამპანია დაასრულა და ქვეყნიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოიყვანა, სუნიტი უმცირესობის მიერ შიიტ მუსლიმებზე იერიშები თანდათან ხშირდება.

XS
SM
MD
LG