ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები ერაყში


აფეთქებების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

დღეს ერაყში რამდენიმე ადგილას აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მეორე ბომბი ასევე ბაღდადში ბაზრის სიახლოვეს აფეთქდა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მოხდა ასევე ქალაქ მოსულში, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის ქმედებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბოლო დროს, ერაყში განვითარებული ძალადობა შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე ხდება.
XS
SM
MD
LG