ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში აფეთქება მოხდა


ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში აფეთქება მოხდა

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადის ერთ-ერთ ბაზარში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 20ზე მეტი მძიმედ დაშავდა.

შორიას ბაზარი ბაღდადის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სავაჭრო ცენტრია. აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა კომერციული დანიშნულების რამდენიმე შენობას. ეს თავდასხმა მუსლიმურ რელიგიაში წმინდა ფესტივალი ეიდ ალ ადას აღნიშვნიდან მეორე დღეს მოხდა.

ერაყში ძალადობა შემცირდა, თუმცა მსგავსი აფეთქებები თითქმის ყოველ დღე ხდება. ამ ფონზე შეერთებული შტატების ერაყში დარჩენილი 33 ათასი სამხედრო მოსამხახურე წლის ბოლოსთვის ქვეყანას დატოვებს.

XS
SM
MD
LG