ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბომბი იმ ოფისთან აფეთქდა, სადაც პასპორტების და პირადობის მოწმობების გაცემა ხორციელდება

ერაყის პოლიციის განცხადებით, აფეთქებების შედეგად სულ ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ტერაქტების სერია ქალაქ ქარბალაში მოხდა, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრით არის დაშორებული. პოლიციის განცხადებით, ბომბი იმ ოფისთან აფეთქდა, სადაც პასპორტების და პირადობის მოწმობების გაცემა ხორციელდება. განმეორებითი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე მაშვლელები და ექიმები მივიდნენ.

XS
SM
MD
LG