ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთი მეამბოხეების რაზმი ერაყში გადავიდა


შეთანხმება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი კონფლიქტის დამთავრებას ისახავს მიზნად

ქურთი მეამბოხეების რაზმი თურქეთიდან ერაყში გადავიდა სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი კონფლიქტის დამთავრებას ისახავს მიზნად.
სხვადასხვა მონაცემებით თურქეთის ტერიტორიაზე 2000-მდე ქურთი პარტიზანი მოქმედებს. ქურთისტანის მუშათა პარტიის 13 კაციანი რაზმი ერაყის ჰერორის პროვინციაში ჩავიდა. რაზმში ერთი ქალიც იმყოფება.
თურქეთიდან ქურთი მეომრების გამოსვლა სამ-ოთხ თვეში უნდა დამთავრდეს. ეს პროცესი ქურთისტანის მუშათა პარტიის ყოფილ სამხედრო ლიდერ აბდულა ოჯალანსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დაიწყო. ოჯალანი ამჟამად თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს.
XS
SM
MD
LG