ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ტერორისტული თავდასხმა მოხდა


აფეთქება ბაღდადის ბაზარში
აფეთქება ბაღდადის ბაზარში

30 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბაღდადის ბაზარში თავის აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სადრის უბანში მოხდა, სადაც ძირითადად შიიტები მუსლიმები ცხოვრობენ. უკანასკნელ პერიოდში ეს დასახლება არაერთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე იყო.

თავდასხმა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ვიზიტის პარალელურად მოხდა. საფრანგეთის ლიდერი ერაყში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ერაყის ოფიციალურ პირებს ხვდებოდა.

XS
SM
MD
LG