ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლებამ პროტესტს კომენდანტის საათით და საბრძოლო ვაზნებით უპასუხა


ბაღდადში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მესამე დღეს, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ვაზნები გამოიყენა.

დედაქალაქში და მთელ ქვეყანაში პროტესტების კონტროლის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ-მაჰდიმ ხუთშაბათს კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სამშაბათს პროტესტების დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად სულ ცოტა 18 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა. ცრემლსადენი გაზის და საბრძოლო ვაზნების გარდა, ბრბოების დასაშლელად ხელისუფლებამ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

დემონსტრანტები კორუფციის და მთავრობის ცუდი სამსახურის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ.

ეს პროტესტები პირველი სერიოზული გამოწვევა ააბდულ მაჰდისთვის, რომელმაც თავისი მთავრობა ერთი წლის წინ ჩამოაყალიბა.

მთავრობამ ძალადობა “არეულობის წამქეზებელ ჯგუფებს” დააბრალა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები მშვიდობიანი დემონსტრანტების უსაფრთხოების დასაცავად მუშაობდა.

ერაყის პარლამენტმა არეულობის გამოძიების ბრძანება გამოსცა.

XS
SM
MD
LG