ერაყის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ პარლამენტის წევრები მომავალ ორშაბათს შეიკრიბებიან ახალი სპიკერის ასარჩევად. ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის პოლიტიკური წრეები იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები დაისახება.
ფაუდ მასუმის თქმით, პარლამენტის წევრები ორ ვიცე სპიკერსაც აირჩევენ.
ერაყის უზენაესმა სასამართლომ გასულ თვეს პარლამენტს ახალი ლიდერის არჩევა დაავალა.
სუნიტურმა პოლიტიკურმა ბლოკმა ირაკიამ მარტის საპარლამენტო არცევნებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა, მაგრამ სრული უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის გამო, ქვეყნის შიიტი, სუნიტი და ქურთი პოლიტიკოსები ძალაუფლების გაყოფას ვერ ახხერხებენ და ქვეყანას მარტის შემდეგ მთავრობა არ ჰყავს.