ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელმა მამაკაცმა თავი დამნაშავედ სცნო


მოჰანად შარიფ ჰამადის ალყაიდას დაფინანსება და იარაღით მომარაგება ედება ბრალად

ამერიკის სასამართლოში ერაყელმა მოჰანად შარიფ ჰამადიმ თავი დამნაშავედ სცნო ალ ყაიდასთვის ფინანსური დახმარების გაწევასა და იარაღით მომარაგების დაგეგმვის გამო.

ჰამადის სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუ მას სასამართლო კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ამ ვერდიქტს გამოუტანს. სასმრთლოში ერაყელმა მამაკაცმა ათივე მუხლით სცნო თავი დამნაშავედ. კონსპირაციის გარდა მას ფედერალური აგენტების შეცდომაში შეყვანა ედებოდა ბრალად. აშშ-ში ემიგრაციის დროს ჰამადიმ ექსტრემისტულ ჯგუფებთან კავშირი დაფარა. აღიარებითი ჩვენების გამო სასამართლო პროცესი აღარ გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG