ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტების სერია ერაყში


ტერაქტების სერია ერაყში, რის შედეგადაც 52 ადამიანია დაღუპული. თავდასხმების ძირითადი სამიზნე ერაყის უსაფრთხოების ძალები გახდნენ. ტერაქტების სერია შეერთებული შტატების არმიის ნაწილების ერაყიდან გაყვანის პროცესის დასასრულს დაემთხვა. პირველი ტერაქტი სამხრეთის ქალაქ კუტში მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა სამთავრობო შენობასთან ავტომანქანა ააფეთქა. ამის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით, 15 გარდაცვილილი სამთავრობო უწყებებში მუშაობდნენ. ტერაქტი მოხდა ბაღდადშიც, პოლიციის შენობასთან. სადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 60ზე მეტი დაიჭრა. ასევე სისხლიანი ტერაქტები განხორციელდა კირკუკში, ბუჰრიზში, ქარბალასა და ბასრაში.

XS
SM
MD
LG