ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა


დღეს ერაყის ჩრდილოეთით ქალაქ მოსულში, გზაზე დამონტაჟებული ჭურვის აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა.

ოფიციალური განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამხედრო პირები მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, დაჭრილია 6 ერაყელი სამართალდამცველი.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღესვე, ბაღდადში ამერიკელი და ერაყელი სამხედროების საერთო რეიდისას სულ მცირე 7 სამოქალაქო პირია მოკლული. სამხედროები მომხდარის მიდამოებში მეამბოხეებს ეძებდნენ.

XS
SM
MD
LG