ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტების მსხვერპლი იზრდება


შეტევები ერთდროულად 15 ქალაქში განხორციელდა

ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, ორშაბათს განხორციელებული კოორდინირებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 110-ს მიაღწია. მათი თქმით, ეს ბოლო ორი წლის მანძილზე მოხმდარი ყველაზე სისხლიანი ტერაქტია. შეტევები ერთდროულად 15 ქალაქში განხორციელდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ბაღდადიდან 20 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ტაჯიში მოხდა, სადაც 40 ადამიანი დაიღუპა. შეტევებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

შეერთებულმა შტატებმა მომხდარი დაგმო, თუცმა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყში იმ მასშტაბის ძალადობა არ არის, როგორც წარსულში იყო. თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯეი კარნის განცხადებით, ერაყს გაწვრთნილი უშიშროების ძალები ჰყავს და მათ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG