ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ანტიამერიკულ დემონსტრაციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა


"მილიონი ადამიანის მარში" - ამ სახელით გამართულ ანტიამერიკულ აქციაში ათობით ათასმა ერაყელმა მიიღო მონაწილეობა. ბაღდადში დღეს გამართულ დემონსტრაციაზე მისულებს, ხელში ერაყის დროშები ეკავათ და გაჰყვიროდნენ: "არა ამერიკას"!

აქციის ორგანიზატორია შიიტი მღვდელთმსახური მუქთადა ალ-სადრი. მისი მიმდევრები აღშფოთებულები არიან ამერიკის მიერ ირანის გავლენიანი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციით. დემონსტრაციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილებმა ან დატოვონ ქვეყანა, ან მათ წასვლა ერაყის მთავრობამ აიძულოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG