ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ ერაყის ელექტროენერგიის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდება მოსახლეობას და ვითარების გამოსწორება ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ელექტროენერგიის მინისტრ რაად შალალს ბრალად ის ედება, რომ მან 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი ორ ისეთ კომპანიას გაუგრძელა, რომელბიც ერაყის ელექტრიფიკაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
ამ ფონზე, ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის სამხრეთში საცხოვრებელ სახლებზე მიტანილი თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.