ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა


ბაღდადში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა
ბაღდადში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

ერაყის ხელისუფლების განცხადებით ბაღდადში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა თავი. ამ ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

თვითმხილველთა განცხადებით კამიკაძემ ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი საგუშაგოსთან მიახლოებისას ააფეთქა.

დღევანდელი თავდასხმა ხუთშაბათს განხორციელებულ ტერაქტებს მოჰყვა, როდესაც 70 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.

აღნიშნული ტერაქტები ერაყიდან ამერიკელთა ჯარის გასვლას დაემთხვა.

XS
SM
MD
LG