ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პოლიცია ოპოზიციას აფრთხილებს


ირანის პოლიცია ოპოზიციას აფრთხილებს
ირანის პოლიცია ოპოზიციას აფრთხილებს

ირანის პოლიცია ოპოზიციას აფრთხილებს, რომ არალეგალური სვლები არ ჩაატაროს. ქვეყნის მთავრობა შიშობს, რომ შარშანდელი საეჭვო არჩევნების გამო მოწყობილი დემონსტრაციების ერთი წლისთავის აღსანიშნავად ახალი გამოსვლები მოეწყობა. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი არჩევნების შედეგად გამარჯვება ამჟამინდელ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს ხვდა წილად. ოპოზიციამ კი არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია. ოპოზიციის ლიდერებმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი კარუბიმ მომხრეებს 12 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრაციის მოწყობისკენ მოუწოდეს. ირანის ახალი ამბების სამთავრობო მაუწყებლობამ გაავრცელა თეირანის პოლიციის უფროსის გენერალ ჰოსეინ საჯედინას განცხადება, სადაც გენერალი ამბობს, რომ პოლიცია ყოველგვარ არალეგალურ გამოსვლას ალაგმავს. შარშანდელი დემონსტრაციების დარბევის შემდეგ მრავალწლიანი პატიმრობა ოთხმოცზე მეტ ადამიანს მუსაჯეს.

XS
SM
MD
LG