ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა ახალი რეზოლუცია მიიღო


Senate Homeland Security and Governmental Affairs Committee Chairman Sen. Joseph Lieberman, I-Conn., right, and the committee's ranking Republican, Sen. Susan Collins, R-Maine, on Capitol Hill in Washington, May 23, 2012

რეზოლუცია სამხედრო ძალის გამოყენებას ან ომის გამოცხადებას არ გულისხმობს

ამერიკის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც შეერთებულ შტატები მომავალშიც გააგრძელებს ზეწოლას ირანზე, რათა მან ბირთვული იარაღის შექმნა შეწყვიტოს.

შაბათს, 22 სექტემბერს, სენატორებმა ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელიც არ უნდა იქნას აღქმული როგორც სამხედრო ძალის გამოყენება ან ომის გამოცხადება.

გადაწყვეტილება მოჰყვა სენატორ ჯოზეფ ლიბერმანის განცხადებას, რომელიც ირანს ამერიკის ფინანსურ ინსტიტუტებზე კიბერშეტევებში ადანაშაულებს.

გასული წლის შემდეგ ამერიკული ბანკები - „JPMorgan Chase", „Bank of America" და „Citigroup Inc."-ი სისტემატურად ხდება ინტერნეტ შეტევის ობიექტი.
XS
SM
MD
LG