ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება


ირანთან მოლაპარაკებებში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად გერმანიაც მონაწილეობს

ირანი და მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ყაზახეთში გამართული კონსულტაციების შემდეგ, ირანის წარმომადგენელმა საიდ ჯალილიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ლიდერების მიერ წამოყენებული ახალი წინადადებები უფრო რეალისტურია.

ირანთან მოლაპარაკებებში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად გერმანიაც მონაწილეობს. მათ ირანს საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება შესთავაზეს ურანის გამდიდრების ზოგიერთი პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქეთრინ ეშტონი იმედოვნებს, რომ ირანელები დადებითად შეაფასებენ ახალ ინიციატივებს.
XS
SM
MD
LG