ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უწყება ირანს მიმართავს


საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტო ირანში ინსპექტორების შეშვებას ითხოვს

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანზე ზეწოლას აძლიერებს და სამხედრო ობიექტებზე გაეროს სააგენტოს ინსპექტორების დაშვებას ითხოვს.

ამის შესახებ ვენაში სააგენტოს საბჭოს წინაშე გამოსვლისას იოკიო ამანომ ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ირანთან უფრო მეტი თანამშრომლობაა საჭირო და მის უწყებას არ შეუძლია ჩათვალოს რომ ირანში არსებული ყველა ბირთვული მასალა მშვიდობიანი ხასიათისაა.

საუდის არაბეთში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი აღნიშნა, რომ ირანი საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს მოთხოვნას დაუყოვნებლივ უნდა გამოეხმაუროს.
XS
SM
MD
LG