ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში მიწისძვრას 180 ადამიანი ემსხვერპლა


ბიძგებმა შაბათს გვიან საღამომდე გასტანა, რის გამოც ათასობით ირანელმა ღამე ქუჩაში გაატარა

ოფიციალური ინფორმაციით, ირანში დედაქალაქიდან ახლოს მომხდარმა მიწისძვრამ 180 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ქალაქ თაბრიზში სტიქიისგან 1,300 ადამიანი დაშავდა. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ექვსი სოფელი მიწიძვრისგან სრულიად დაინგრა. დანარჩენ 60 სოფელში კი შენობების 50-80 პროცენტი დაზიანებულია.

ირანელი სეისმოლოგების გამოთვლით, ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 6 ბალს აღემატებოდა. ბიძგებმა შაბათს გვიან საღამომდე გასტანა, რის გამოც ათასობით ირანელმა ღამე ქუჩაში გაატარა.

XS
SM
MD
LG