ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი კრიტიკას უარყოფს


ირანის ვალუტის ვარდნა წლის დასაწყისში დაფიქსირდა

ირანის ვალუტის ვარდნის მიუხედავად, პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ კრიტიკას ეწინააღმდეგება. სამშაბათს, ირანული რიალი დოლართან მიმართებაში საგრძნობლად დავარდა. ერთი დღით ადრე რიალმა დოლარის კურსთან მიმართებაში 34,500 1-ზე მიაღწია.

ირანის ვალუტის ვარდნა წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა თეირანს ბირთვული პროგრამის გამო სანქციები დაუწესეს.

აჰმდაინეჟადის პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, ირანის ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნების 80%-ი პრეზიდენტის ეკონომიკურმა პოლიტიკამა განაპირობა.
XS
SM
MD
LG