ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო გაერთიანებულია ირანის გამოწვევის წინააღმდეგ


მსოფლიო გაერთიანებულია ირანის გამოწვევის წინააღმდეგ
მსოფლიო გაერთიანებულია ირანის გამოწვევის წინააღმდეგ

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ირანის გამოწვევის წინააღმდეგ, რომელსაც სანქციების ახალი ტალღა ემუქრება.

ბატონი ობამას განცხადებით საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის დაუფლება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა.

ბარაქ ობამას განცხადებით ირანზე მომავალშიც გაძლიერდება ზეწოლა, თუ ეს ქვეყანა ვერ შეძლებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

დასავლეთის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს ითვალისწინებს და ირანის საბანკო სექტორის წინააღმდეგ არის მიმართული.

XS
SM
MD
LG