ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს


ირანის რევოლუციური გვარდია სამხედრო ხომალდის ფონზე

ირანის რევოლუციური გვარდიისთვის ტერორისტული ორგანიზაციის კატეგორიის მინიჭებით, ამერიკა საკუთარ თავს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მომხრეთა რიგებში აყენებს - აცხადებს თეირანი. მთავრობის პრესსპიკერმა მოჰამად ბაღერ ნბახტმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის ეროვნული გვარდია "სახელმწიფოს იცავს", შეერთებული შტატები კი მათი ტერორისტებად მოხსენიებით, "ტერორისთა ბანაკში" თავად აღმოჩნდება.

ამერიკულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. ეს შეერთებული შტატების მთავრობის გაცილებით ფართო სტრატეგიის ნაწილად განიხილება, რომელიც ირანზე ბირთვული პროგრამების გამო, ზეწოლის გაზრდას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG