ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს საუდის არაბეთთან პრობლემა არ აქვს


ირანს საუდის არაბეთთან პრობლემა არ აქვს
ირანს საუდის არაბეთთან პრობლემა არ აქვს

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით თეირანს არანაირი პრობლემა არა აქვს საუდის არაბეთთან.

ეს განცხადება ირანის ლიდერმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ირანელებს ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის ლიკვიდაციის განზრახვაში დასდო ბრალი.

მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით ირანს არასოდეს უფიქრია საუდის არაბეთის წინააღმდეგ მსგავსი აქციის მოწყობა.

ირანის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატები და ნატო ლიბიის დაბომბვის გამო, რამაც ამ ქვეყნაში სამოქალქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი.

მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ასევე მიუთითა უცხოეთის დესტრუქციულ როლზე სირიაში მიმდინარე პროცესებში და ამერიკის დასუსტებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს ახლო აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG