ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ირანის მიმართ სტრატეგიას წარმოადგენს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს ირანის სტრატეგიასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ის ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც 2016 წელს გაფორმდა, მხარს აღარ დაუჭერს, მისცემს რა კონგრეს 60 დღის ვადას იმის გადასაწყვეტად აღუდგინოს თუ არა თეირანს სანქციები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ამ განცხადებით, ირანის ბირთვული შეთანხმება არ გაუქმდება. თუმცა იქმნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში მისი ანულირება მოხდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე აღნიშნა, რომ შეთანხმება არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს.

„პრეზიდენტი ირანისადმი ზოგად პოლიტიკას და არა ამ პოლიტიკის ერთ რომელიმე ელემენტს წარმოადგენს,“ სამშაბათს პრეს ბრიფინგზე დააკონკრეტა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG