ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი და თურქეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებენ


ირანი და თურქეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებენ

ირანი და თურქეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებენ. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თავის თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან შეხვედრის დროს განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტი თეირანში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და თურქეთის ბიზნესის ლიდერებისა და მინისტრებისგან შედგება. როგორც თურქეთის და ირანის ლიდერებმა განაცხადეს მათ დაგეგმილი აქვთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვა გასამმაგდეს და მომავალ ხუთ წელიწადში უკვე 30 მილიარდს მიაღწიოს. აჰმადინეჟადმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთის ლიდერს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში თეირანისთვის პოზიტიური პოზიციის დაკავების გამო.

XS
SM
MD
LG