ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერს რაკეტები ესროლეს


ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის სანაპიროსთან, ირანის ტანკერს ორი რაკეტა მოხვდა.

ირანის საინფორმაციო სააგენტომ, ხომალდის მფლობელ ირანის ნავთობის კომპანიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტანკერს საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯედადან სამხრეთ-დასავლეთით, 130 კილომეტრის მოშორებით დაარტყეს. სააგენტოს განცხადებით, აფეთქებამ ტანკერის ორი საცავი კამერა დააზიანა და ნავთობის წითელ ზღვაში გაჟონვა გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით აღკვეთეს.

ირანულ სააგენტოს არ დაუსახელებია, თუ რაკეტების გაშვებაზე ირანს ეჭვი ვისზე აქვს.

საუდის არაბეთს სავარაუდო თავდასხმის თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG