ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი სირიას ფინანსურად ეხმარება


A vendor counts Syrian currency notes in Damascus, November 13, 2012.

დახმარების შესახებ განცხადება სირიის ცენტრალურმა ბანკმა გააკეთა

ირანმა გადაწყვიტა დაეხმაროს დამასკოს ვალუტის ღირებულების სტაბილიზაციაში, რომელმაც მკვეთრი ვარდნა განიცადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასადის ოპოზიციას იარაღით დახმარებას შეპირდა.

დახმარების შესახებ განცხადება სირიის ცენტრალურმა ბანკმა გააკეთა. თეირანმა ამ მიზნით მილიარდი დოლარის კრედიტი გამოჰყო.

სირიელი მეამბოხეები უკვე ორი წელია ებრძვიან ასადის სამთავრობო ძალებს. სამოქალაქო ომში უკანასკნელი მონაცემებით 93 ათასი ადამიანია დაღუპული. აშშ-ის მიერ მეამბოხეთა დახმარებას ამერიკამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაამტკიცა, რომ სირიის მთავრობამ ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG