ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული მედია სკოლებში უსაფრთხოების ნაკლებობაზე წერს


სამშაბათს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა სამი გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ირანულ მედიაში ვრცელდება ინფორმცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ამ დრომდე ვერ მოხერხდა უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება და ბევრს ამ შემთხვევამ 2012 წელს მომხდარი მსგავსი ხანძარი გაახსენა.

ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მცირეწლოვანმა გოგონებმა, რომლებიც დაიღუპნენ, სხეულის 90 %-ის დამწვრობა მიიღეს. გოგონათა დაწყებითი სკოლა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ირანის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში მდებარეობს.

2012 წელს მსგავსი რამ ირანის ჩრდილოეთში მდებარე სკოლაში მოხდა. მაშინ ხანძარი ღუმელის აფეთქებამ გამოიწვია, ორი გოგონა დაიღუპა, 26-მა კი დამწვრობა მიიღო. ამ ხანძრისას გადარჩენილმა 11-მა ადამიანმა ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გასულ ზაფხულს საპროტესტო აქციაც მოაწყო. ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლება კვლავ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათთვის საჭირო ოპერაციები დააფინანსოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG